გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციები რეგიონებში ინაცვლებს

2-12-2019

აქციების ეპიცენტრი თბილისიდან რეგიონებში გადადის - ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე ლეიბორისტული პარტიის ოფისში, გუშინ გამართულ მორიგ შეხვედრაზე დღის ბოლოს შეთანხმდა. პირველი აქცია რამდენიმე დღეში ქუთაისში გაიმართება.

რეგიონების შემდეგ კი ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მასშტაბურ აქციას კვლავ თბილისში აპირებს, რომელიც არ არის გამორიცხული, პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაეისი სასამართლოს მოსამართლეების კენჭისყრას საგანგებოდ დაამთხვიონ.

პარალელურად, ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ მოდელს საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს - დეტალები ომბუდსმენის საშუალებით დღეს უკვე ეუთო/ოდირის მისიასაც მიეწოდება.

უმრავლესობა კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ წინადადება კონსტიტუციისთვის შეუსაბამოა და ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს.

rustavi2