გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ყვარელში დატბორილ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

25-01-2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მდებარე ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „ყარაჯანთ საყდარი“, რომელიც XV-XVI საუკუნეებით თარიღდება, წყალში დგას და მისი ნახევარი მიწით არის ამოვსებული.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლის გიორგი გაგოშიძის განცხადებით, ეკლესიას რეაბილიტაცია ბოლოს დაახლოებით 10 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა მისი დატბორვის საფრთხე მაშინ გამოკვეთილი არ იყო. მისივე თქმით, ეკლესიის გადარჩენის გზების ძიებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

ყარაჯაანთ ეკლესია დარბაზული ტიპის ეკლესიაა. სააგენტოს ცნობით, ძეგლი სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და აგურით არის აგებული. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. მისი დარბაზი შეისრული კამარითაა დასრულებული. სახურავი კრამიტისაა (ავთენტური სახურავი ფიქალის ყოფილა). აბსიდაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტი, თუმცა გამოსახულება აღარ აღიქმება. კოლორიტში ჭარბობს წითელი და ყავისფერი ფერი, რაც ეკლესიის აშენების პერიოდის მხატვრობისთვისაა დამახასიათებელი. ტაძარზე დასავლეთიდან მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს, მეორე სართული კი რვაწახნაგოვანი აგურით ნაგები, თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელიც დასრულებულია აგურის პირამიდული სახურავით. კარიბჭის შესასვლელის ორივე მხარს თითო მოგრძო ქვაა ჩადგმული, რომელზეც ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერაა მოცემული.

reginfo.ge