გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვახტანგ გომელაური: პოლიციამ მცხეთაშიც და თბილისშიც ადეკვატურად იმოქმედა

3-12-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა მცხეთასა და თბილისში გუშინ მიმდინარე პროცესებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„დაპირისპირება მოხდა ორ ჯგუფს შორის, სამწუხაროდ. მოვუწოდეთ, რომ ჩაბრძანებულიყვნენ ქვევით, გაწეულიყვნენ ეს ადამიანები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს. პოლიციასთანაც იყო შეხლა-შემოხლა და ჭიდაობა. საქმე აღიძრა, მუშაობენ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს თბილისში, "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარ ინციდენტზეც.

„ადგილიდან განარიდეს რამდენიმე ადამიანი, გაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა და მოხდება რეაგირება - თუ დასაკავებელი იქნება, დააკავებენ ადამიანებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.