გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ვახტანგ გომელაური: აქციაზე ორჯერ წყალს თუ მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, ახლა ვცდილობთ წყალი გავათბოთ

3-12-2019

„აქციაზე ორჯერ წყალს თუ მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, ახლა ვცდილობთ წყალი გავათბოთ“, - ამის შესახებ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იმ განცხადებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც აქციის დაშლა ძალადობრივი მეთოდებით მიმდინარეობს.

„თუ გამოვალთ და არც ხელკეტებს ვხმარობთ, არც რეზინის ტყვიებს, არც გაზს და უბრალოდ ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება ეს  სიცივეში.  ახლა ვცდილობთ, წყალი გავათბოთ და თბილი წყალი გამოვიყენოთ.  

ვმოქმედებთ არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ.

ჩვენ ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარე იქნება, მაქსიმალურად,  ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლ  და განვარიდოთ ერთმანეთს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.  

"პია"