გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქობულეთში „ნაცმოძრაობის“ წევრები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

3-12-2019

ინციდენტი მოხდა ქობულეთის მერიაში. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევის ადგილზე ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განაცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მის კაბინეტში შეჭრას ცდილობდნენ.

საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ბონდო თედორაძის თქმით, ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ აპირებდა შეკრებას, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება განიმუხტა. ქობულეთის მერიის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.