გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არჩილ თალაკვაძე: დაპირისპირებები იმ პროვოკაციების შედეგია, რომელზეც აქციის მონაწილეთა ნაწილი მიდის

3-12-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუშინ და დღეს მომხდარი დაპირისპირებები იმ პროვოკაციების შედეგია, რომელზეც აქციის მონაწილეთა ნაწილი მიდის.

თალაკვაძის თქმითვე, ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეიცავს, პრევენციული ღონისძიებებით უნდა აღიკვეთოს.

„ჩემი პოზიცია შემდეგია, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელმაც შეიძლება მოახდინოს ძალადობის პროვოცირება, აუცილებლად უნდა იყოს აღკვეთილი პრევენციული ღონისძიებით.

გუშინდელი მცხეთაში და თბილისში მომხდარი შეხლა-შემოხლა გამოიწია იმან, რომ მანიფესტანტების ნაწილი პროვოკაციებზე მიდის და მე მოვუწოდებ ყველას, ვთხოვ და რეკომენდაციას ვაძლევ, რომ მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმები აირჩიონ, არ აირჩიონ აგრესიული ფორმები და არ წავიდნენ პროვოკაციაზე“-განაცხადა თალაკვაძემ.