გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა

5-12-2019

ქუთაისის სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში პატიმარმა პირი ამოიკერა. კობა ომანაძე, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.

როგორც კობა ომანაძის უფლებადამცველმა, ილია ჯანელიძემ report.ge-სთან განაცხადა, პირის ამოკერვამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომას და ითხოვს, რომ მისი საქმით დაინტერესდნენ შსს-ს მაღალი რანგის მოხელეები",- აცხადებს ილია ჯანელიძე.

ომანაძე, ამ დროისთვის, ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო. 

"ალია"