გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკა გვარამია დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ: ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთ

6-12-2019

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, რომელიც დღეს საკუთარი ფეისბუქ პოსტის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა, მას გამოკითხვის პროცესში კითხვები თავად გაუჩნდა.

„სირცხვილია, ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო ხელისუფლება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სახელმწიფო, ანუ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს დავამხოთ სახელმწიფო ხელისუფლება.
პროკურორებს და გამომძიებლებს კი უკვე ისეთი დამამცირებელი ფუნქცია შესძინეს, რომ კითხვების დასმის დროს სირცხვილის გრძნობის დაფარვა უკვე შეუძლებელია და ეს ცუდია.

კითხვები იყო, ივანიშვილი თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რატომ არ ნიშნავს მისი დამხობა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას? მე მათ ვუპასუხე და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამხოთ, ერთხელ თუ არ იქნება საკმარისი ორჯერ, სამჯერ, ოცდათორმეტჯერ...“-განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმითვე მისთვის უცნობია რატომ დაედო საქმეს გრიფი საიდუმლო.