გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა

26-01-2018

ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გვიან ღამით ცენტრალურ გზაზე კლდე ჩამოიშალა. მათივე ინფორმაციით, ჩამოსული ქვის ლოდების გატანა მხოლოდ აფეთქების შემთხვევაშია შესაძლებელი.

კლდის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა თვითმხილველების თქმით, დაზიანდა ერთი ტრაილერი. შემთხვევის შედეგად გზაზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

reginfo.ge