გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჟენევაში, გაერო-ს ოფისთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

10-12-2019

ჟენევაში, გაერო-ს ოფისთან საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ექიმ გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. 

"რუსეთი არის ოკუპანტი, ყველანაირ საერთაშორისო ვალდებულებას აქცევს ზურგს. იტაცებს ადამიანებს, თანამედროვე სამყაროში ეს არ შეიძლება გაგრძელდეს", - აცხადებს აქციის მონაწილე. 

ცნობისთვის, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი მიმდინარეობს.

9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 

მას შემდეგ რაც ექიმმა, საკუთარ ქვეყანაში საზღვრის არსებობა არ აღიარა, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე რჩება ცხინვალის იზოლატორში. 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საოკუპაციო ძალებს მიმართა და მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ექიმი. 

pia