გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად მეორე ვადით კახა ბექაური აირჩია

11-12-2019


საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ხმათა უმრავლესობით კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების გადაწყვეტილებით კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით იქნა არჩეული.

კახა ბექაურს კომისიის წევრობის უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 24 იანვარს ეწურება. ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან ის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

კახა ბექაურის კომისიის წევრად დანიშვნის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე პარლამენტში სამი კანდიდატი იყო წარდგენილი – ივანე მახარაძის, მარიამ სულაბერიძისა და კახა ბექაურის.