გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ლანჩხუთში მუნიციპალიტეტის მერმა მოცვის პლანტაცია დაათვალიერა

12-12-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთში მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ლურჯი მოცვის პლანტაცია  დაათვალიერა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავლის“ პირველი ეტაპის გამარჯვებულებმა უკვე დაიწყეს მოცვის ნერგების გაშენება.

სოფელ მაჩხვარეთში ნახევარ ჰა ფართობზე 1500 ძირი მოცვის გაშენება დაიწყო.

 

დავით კვირკველიამ და შალვა წილოსანმა შემოიკრიბა თანამოზრეები და მოცვის კულტურის გაშენება გადაწყვიტეს, კონკურსში გაიმარჯვეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დააფინანსა ნერგები და წვეთოვანი მორწყვის სისტემა.