გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

12-12-2019

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, რომელსაც დღეს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა, ამ ფაქტში ტრაგედიას ვერ ხედავს და ბრძოლას ჩვეულებრივი შემართებით გააგრძელებს.

ასევე, ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ და მას ისევ ისეთი შემართებით გავაგრძელებ“-განაცხადა მელიამ „მთავარ არხთან“ საუბარში.

ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დღეს მხარი პარლამენტის 88 დეპუტატმა დაუჭირა.

მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო, რომლის თანახმადაც, ნიკა მელია „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი.