გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა-ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი

14-12-2019

რუსთავში, თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 25 წლამდე ასაკის ქალი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ახალგაზრდა ქალი კონტაქტური იყო და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"