გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თბილისში დაგეგმილ აქციას სამცხე-ჯავახეთიდან 10 000-მდე ადამიანი უერთდება

14-12-2019

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, მოქალაქეები დედაქალაქში ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით გაემგზავრნენ.

"ქართული ოცნების" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი გვარამაძის თქმით, აქციაზე გამგზავრების სურვილი რეგიონში დაახლოებით, 10 000 ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის არიან სტუდენტებიც.

მათი ნაწილი ამბობს, რომ თბილისში საკუთარი სურვილით მიდის. სკოლის პედაგოგები, ბაღის მასწავლებლები და საჯარო სამსახურის თანამშრომლების ნაწილი კი პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ აქციაზე წასვლას აიძულებენ, წინააღმდეგ შენთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

"ჩვენ მხოლოდ ტრანსპორტის ორგანიზებას ვაკეთებთ. მოსახლეობის წაყვანას ზეწოლით არავინ ცდილობს. ოპოზიცია დესტრუქციული ძალებით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თუ ფიქრობენ, რომ ზეწოლით ხდება, მაშინ დამადასტურებელი ფაქტები წარმოადგინონ", - აცხადებს გიორგი გვარამაძე.

"პია"