გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ზუგდიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მუშა დაშავდა

15-12-2019

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებისას მუშა დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, დაშავებულს სამედიცინო კვლევები უტარდება და წინასწარი ინფორმაციით, მას წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა აქვს.
“მიმდინარეობს ამ დროისთვის კვლევები, შუა ხნის მამაკაცია. დასჭირდება ოპერაცია, რისთვისაც უნდა მოვამზადოთ”, – აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.

შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

"კვირა"