გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სალომე ზურაბიშვილი: იმედია, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საახალწლოდ გათავისუფლდება

16-12-2019

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულები არიან.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საახალწოდ გათავისუფლდება.

„ყველა კონტაქტი, რაც გამაჩნია, გამოვიყენე იმისათვის, რომ ძალიან აქტიურად მოვითხოვოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა ამ საქმეში. ეს არის ჩვენი რეალური ბერკეტი, რომ ეს გამოვიყენოთ და მათ იმოქმედონ ჩვენთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ექიმის გათავისუფლების შედეგს აქამდე ვერ მივაღწიეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საახალწლოდ, შობის პერიოდში მაინც მოხერხდება ეს. მინდა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მხნეობა ვუსურვო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობაში იმყოფება.

pia