გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელმა ბათუმის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო

17-12-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაშიც ესწრებოდა. მინისტრმა პროფესორ მასწავლებლების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა, განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს მინისტრმა ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის კონცეფციაც გააცნო. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქალაქი იქნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა, რომელიც ბავშვების მეცნიერებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, შეხვედრისას მინისტრმა პროფესორ-მასწავლებლებს მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, აღნიშნული უნივერსიტეტი იქნება ევროპული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაიკითხავენ.