გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების 12 ეზო კეთილმოეწყო

17-12-2019


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამჯერად სამუშაოები თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის დაგება ხდება.

მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ დაათვალიერეს.

2019 წელს ზუგდიდში 12 მრავალბინიანი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა მოხდა რასაც 1,3 მილიონი ლარი მოხმარდა.

პროექტის ფარგლებში მეწყო ბორდიურები, წყალსაწრეტები, გაზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ელექტრო სისტემა და გარე განათება. ასევე 6 ლოკაციაზე მოეწყო საბავშვო მოედნები.

შიდა ეზოებისა და საბავშვო მოედნების მოწყობა, მომავალ წელსაც მოხდება და მას 2 მილიონამდე ლარი მოხმარდება.


--