გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლანჩხუთში, დუნდუას სახელობის სტადიონზე, ხელოვნური საფარი იგება

17-12-2019


ლანჩხუთში დუნდუას სახელობის მინი სტადიონზე ხელოვნური საფარი იგება.


სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნუგზარ ბოლქვაძემ დაათვალიერეს.

ასევე ხელოვნური საფარის დასაგებად ეწყობა ჟორდანიას სახელობის მინი სტადიონიც.

შეგახსენებთ, რომ ჟორდანიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციას ატარებს შპს "საგზაო 333", ღირებულება კი 147 483 ლარს შეადგენს. ხოლო დუნდუას სახელობის მინი სტადიონს რეაბილიტაციას უტარებს შპს "ჯორჯიან კომპანი". სამუშოების ღირებულება 102 130 ლარია.
სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს.