გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზურაბ აბაშიძე: უახლოეს დღეებში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ველოდებით

17-12-2019

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება.

"უახლოეს დღეებში ველით ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლდებას. მთავარია, დადგეს შედეგი, გათავისუფლდეს, ამის შემდეგ დავსხდეთ და წყნარად ვისაუბროთ რა და როგორ. მთელი ჩვენი საგარეო რესურსი ამაშია ჩართული და ვხედავთ, რამხელა რეზონანსი აქვს ამას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დააკავეს. მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 13დეკემბერს ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

pia