გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, გორში დაგეგმილი ღონისძიებები გაურკვეველი ვადით გადაიდო

18-12-2019

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ, 15 წლის მოზარდის,  ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, დაგეგმილი ღონისძიებები გაურკვეველი ვადით გადადო.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი ქვათაძემ განუცხადა.

“მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს. ამ ტრაგედიამ შეძრა სრულიად საქართველო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გაურკვეველი ვადით გადადოს , მათ შორისაა ანსამბლი “გორის” კონცერტიც”,- განაცხადა გიორგი ქვათაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. ამ საქმეზე გუშინვე გამომძიებელი დააკავეს.

"კვირა"