გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ვანდალური ფაქტი გორში – დაუდგენელმა პირებმა “საშობაო ირმები” დააზიანეს

18-12-2019

გორში, ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული “საშობაო ირმები” დააზიანეს. ვანდალური ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა სამი ირმიდან ორი დააზიანეს .

როგორც გორის კეთილმოწყობის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, შესაბამისი სტრუქტურა საქმის კურსშია და დეკორაციების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“დღეს, დილით დაგვხვდა დაზიანებული, ერთს რქა ჰქონდა მოტეხილი და ჩვენივე ძალებით ვეცადეთ რომ უმოკლეს დროში აღგვედგინა. საქმე აღძრული არ არის. ჩვენი ვარაუდით “საშობაო ირმები” ბავშვებმა შემთხვევით დააზიანეს”,-განაცხადა გორის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ბაჩანა გვიანიშვილმა.

"კვირა"