გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

19-12-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, გატარებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში,46,600 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.