გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ყვარელში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა

27-01-2018

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ასაკოვანი ქალი, ცოლ-ქმარი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტკულად მძიმეა. მას დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აქვს. მისივე ინფორმაციით, მძიმედ არის დაშავებული მამაკაციც, რომელიც ხერხემლის ტრავმით თბილისში გადაიყვანეს. რაც შეეხება ბავშვს, მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

reginfo.ge