გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზაალ ანჯაფარიძე: თვალთმაქცობის ზენიტი! სააკაშვილს თურმე „უხარია“, რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

20-12-2019

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილის ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

როგორც ექსპერტი წერს, სააკაშვილის ციხეში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობა და სიცოცხლეც ყოველდღიურად ილეოდა.

„თავის ფბ პოსტში სააკაშვილს თურმე „უხარია“, რომ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საინტერესოა, რას ფიქრობდა მაშინ როდესაც მის რეჟიმს ცოტნე ციხეში, უმძიმეს პირობებში, ჰყავდა გამომწყვდეული?! სააკაშვილის ციხეში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობა და სიცოცხლეც ყოველდღიურად ილეოდა და ამას მოწმობს მისი წერილებიც. ადამიანი ციხიდან ფაქტიურად მძიმედ დაავადებული გამოვიდა. როგორც იტყვიან, თვალთმაქცობის ზენიტი! თუმცა რა გვიკვირს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, წუხელ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოშია გადაყვანილი.