გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

“ფეიკ ნიუსის” მთავარი იდეოლოგი “ნაცმოძრაობაა” - კალაძე

23-12-2019

“არ ვიცი, რა ექაუნთებზეა საერთოდ საუბარი, არ არის ჩემთვის საინტერესო”, ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე ომპანია Facebook-ის განცხადებას ყალბ ანგარიშზე.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის, ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების მხარდაჭერა, თანადგომა იმ ადამიანების, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე.

“ფეიკ ნიუსთან” დაკავშირებით, ამის მთავარი იდეოლოგები ვიცით რომელი პარტიაა და ამას ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები.

რათქმაუნდა, თუ ამის დარეგულირება და მოწესრიგება შესაძლებელია, მე ვფიქრობ, ევროპულ ქვეყნებში გარკვეული ცვლილებები “ფეიკ ნიუსების” გავრცელებასთან დაკავშირებით განხორციელდა და შეგვიძლია გადმოვიტანოთ საუკეთესო მაგალითები, რომ ჩვენთანაც იყოს ეს მიდგომა “-განუცხადა ჟურნალისტებს, კახა კალაძემ.

"გურიის მოამბე"