გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

წულუკიანი: ბოკერიები და მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის, ცდილობენ, საზოგადოებას მოგყიდონ ტყუილი

23-12-2019

„მე მაგალითად, „ფეისბუქზე“ ტროლების მხრიდან მსხვერპლი ვყოფილვარ“, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ტროლები 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ეწეოდნენ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას.

„ჩემთვის ტროლების შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა, ცნობილია იმის შესახებ, რომ, არ ვიცი ვის მიერ შექმნილი, მაგრამ ტროლები თუ ე.წ. ფეიქ ანგარიშები მიზანმიმართულად ბოლო 7 წლის მანძილზე ეწეოდნენ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას.

ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში , რომელიც საქართველოშია და ეს ძალიან მისასალმებელია, სოციალურ ქსელს ყველა შეიძლება იქნება ეს ინდივიდი, თუ რომელიმე ორგანიზაცია , თუ პოლიტიკური პარტია, იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადოებას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისნიტრი აქვე დასძენს, რომ დღეს მთავარი ტროლები ქუჩაში არიან.

„დღეს მთავარი ტროლები, რომლებიც ქუჩაში არიან, ბოკერიები და მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის, ცდილობენ, საზოგადოებას მოგყიდონ ტყუილი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

"პია"