გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი

23-12-2019

ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც PIA.GE - ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაღუპულებს შორის ერთი მცირეწლოვანია.

"მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე", - აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევის ადგილზე მობილებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

"პია"