გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სოხუმის შემოგარენში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

24-12-2019

სოხუმში, სოფელ აკაპას (ყოფილი ოდიში) მთიან ნაწილში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულ 20 კაციან სამშველო - სახანძრო ჯგუფს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. მათივე ვარაუდით, ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.

აბხაზია ინფორმის“ ცნობით, 30 ჰექტრამდე ფართობზე ტყის მასივში ხანძარი 21 დეკემბერს გაჩნდა.

ამავე ცნობით, ხანძარს რთულად მისადგომი რელიეფის გამო ტექნიკის გარეშე აქრობენ. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, ადამიანური ფაქტორია.

alia