გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შუახევში სამი სახლი იწვის

24-12-2019

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ვანში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლს  უკიდია.  ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები. როგორც “რეგიონულ კვირას”  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
ამ წუთებში ადგილზე შუახევის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მათი განცხადებით,  მუნიციპალიტეტი ოჯახებს პირველად დახმარებას გაუწს. ზარალის დათვლისა და შესწავლის შემდეგ კი ოჯახებთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

"კვირა"