გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დღეს კათოლიკეები შობას აღნიშნავენ

25-12-2019

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი, კერძოდ კი კათოლიკური ეკლესია დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

კათოლიკურ შობას ზეიმობენ საქართველოშიც.

კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი აღავლენს.

საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შემდეგ მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა.

დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა.

ქრისტეს შობა ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია და ის 25 დეკემბერს აღინიშნება.

მართლმადიდებელი ეკლესია კი შობას იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს აღნიშნავს, რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა.