გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამეგრელოში 19 000 ღერი უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

25-12-2019

25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთელი ღამის განმავლობაში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში არსებული ტყის მასივში გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 19 000 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის მიხედვით, შედგენილ იქნა  შესაბამისი ოქმი, ხოლო სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი ჩამოერთვათ.