გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მოპედი, რომლითაც ორი მოსწავლე გადაადგილდებოდა მანქანას შეეჯახა – ავარია ასპინძაში

25-12-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი არასრულწლოვანი მოპედით მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ორივე დაშავებული კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.

“მეშვიდე კლასში არიან, უგონო მდგომარეობაში წაიყვანა სასწრაფომ. ორივე ბიჭია. აქვე ახლოს მიდიოდნენ ”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” თვითმხილველმა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"კვირა"