გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

52 000 ლარი ახალციხის მერიის ავტომანქანების შეკეთების, რეცხვისა და ტრანსპორტის დაქირავებისთვის

29-01-2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მათ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვის, შეკეთების და ტრანსპორტის მომსახურების შესაძენად, სამი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

ერთი წლის მანძილზე, ორი ავტომობილის რეცხვისთვის ტენდერი, 5 500 ლარზეა გამოცხადებული. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების (ვაზ 2107 და ვაზ 21213/21214) შეკეთების, ტექნიკური მომსახურების და ე.წ. ვულკანიზაციის მომსახურებისთვის, მერია 15 000 ლარის გადახდას ვარაუდობს. 

კიდევ ერთი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა სატრანსპორტო მომსახურების შესაძენად. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ახალციხის მერიას ერთი წლის მანძილზე, 31 897 ლარად, 15-17ადგილიანი, 18-22 ადგილიანი და 23-30 ადგილიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაქირავება სურს. 

გამარჯვებულმა კომპანიამ შემსყიდველის საჭიროებისამებრ, ერთდროულად ასი მგზავრის გადაყვანა უნდა უზრუნველყოს. 

სამივე ტენდერის ჯამური თანხა 52 397 ლარს შეადგენს.

"მე-9 არხი"