გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ვიძლევი პირობას, რომ რუსთავში კინოთეატრი იქნება- ირაკლი ტაბაღუა

29-01-2018

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქალაქ რუსთავში კინოთეატრი აუცილებლად იქნება.   


"იყო რამდენიმე ადგილი ქალაქში გაჩენილი, ხდებოდა სტატისტიკური მაჩვენებლების მოგროვება, იმიტომ რომ ბიზნესია, ბიზნეს უნდა შესთავაზო კონკრეტული რაოდენობა, კონკრეტული შემოსავალი. კინოთეატრი რუსთავში არსებობდა და გარკვეულწილად არ იმუშავა. გვაქვს რამდენიმე მინიშნება, გამოვყოფთ ფართს, გვაქვს ეს სივრცე და ვაძლევთ საშუალებას, აი, ამ კუთხით იმუშაონ, ყოველგვარი საარენდო თანხის გადახდისგან გათავისუფლდებიან და თუ იქნება ის კონკრეტული ციფრები, რითაც ბიზნესს დავაინტერესებთ,  ვაძლევ მათ ჩემს პირობას, რომ კინოთეატრი იქნება რუსთავში"-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

"ინფორუსთავი"