გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

29 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა

27-12-2019

29 დეკემბერს თბილისსა და რეგიონებში საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია "თავისუფლების სიგნალი" გაიმართება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, 29 დეკემბერს, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში, 19:00 საათზე, შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, ვისაც ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი თავი გაღელვებთ 2020, 21 და მომდევნო წლებში. მისია მარტივია - დაასიგნალეთ, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს საზღვრის კვეთის ბრალდებით ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს. მას შემდეგ, რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

pia