გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო კონცერტი გაიმართა

27-12-2019

ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ახალციხელების წინასაახალწლო განწყობაზე, „ორმა ჯუჯამ“ - ვახტანგ ტატიშვილმა და ნუგზარ კვაშალმა, მეგობრებთან ერთად იზრუნეს, მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგნენ ნინო გველესიანი, მარიამ ნანობაშვილი და Dudey. ზეიმი განსაკუთრებით ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილმა მსახიობმა გაახალისეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო აქცია ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად, სადაც მოხალისე ახალგაზრდებმა ჩაი, ყავა და ტკბილეული გაყიდეს. გარდა ამისა, მსურველებს საახალწლო აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ სადღესასწაულო კონცერტს მოსახლეობასთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.