გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა მიწის გასხვისებას აპროტესტებს

27-12-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს და ვითარების გარკვევამდე ტექნიკას მუშაობის უფლებას არ მისცემენ. აქციის მონაწილეებმა მეიჯარეებს ნაკვეთის დამუშავების საშუალება არ მისცეს.

ეს ფართობი სოფლის საკუთრებაში იყო და მიწის რეფორმის ფარგლებში ადგილობრივებზე განაწილდა. ჯარიაშენის მოსახლეობა ამ ფართობს საძოვრებად იყენებდა. მას შემდეგ, რაც სოფლის საძოვარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ტერიტორია ადგილობრივებისთვის ერთადერთი ფართობია პირუტყვის სამწყემსად.

აცხადებენ, რომ თუ საძოვარი არ ექნებათ, იძულებულები გახდებიან პირუტყვი გაყიდონ, ეს კი მათი შემოსავლის ერთერთი ძირითადი წყაროა.

მიწის ფართობი 20 წლის ვადით ახალუბნის კოოპერატივზე იჯარით არის გაცემული და ეს ვადა 2023 წელს იწურება. მოსახლეობის ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერსაც შეხვდა, სწორედ მან ურჩია მოსახლეობას სამართლებრივი ბრძოლის დაწყება.

imedinews.ge