გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გაფრინდაშვილი გორში ქართველ სამართალდამცველებთან გამოკითხვაზე იმყოფება

28-12-2019

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ექიმის 50-დღიანი ტყვეობა დასრულდა, ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამ წუთებში კი ვაჟა გაფრინდაშვილი გორში, ქართველ სამართალდამცველებთან გამოკითხვაზე იმყოფება.

ამის შესახებ, განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. სავარაუდოდ, ქართველი ექიმი ე.წ ამნისტიით გაათავისუფლეს, თუმცა ამ დროისთვის საოკუპაციო რეჟიმს დეტალები არ გაუვრცელებია. 

რაც შეეხება ექიმის ოჯახს, ისინი ამ დროისთვის კვლავ თბილისში იმყოფებიან. 

კურიერის გადამღები ჯგუფები, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის სახლთან ასევე, გორში მუშაობს და უახლოეს ინფორმაციას ორთვიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებული ექიმის ისტორიის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. 

რუსთავი2