გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარტვილში ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

29-01-2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ აკადემიის მიზანი სამეგრელოში ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ფეხბურთის განვითარებაა. 2018 წელს აკადემია 180 ბავშვს უფასოდ მოამზადებს.

მარტვილის საფეხბურთო აკადემიასა და ფეხბურთის კლუბ თბილისის „დინამოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, აკადემიაში 8-13 წლამდე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 6 ასაკობრივი ჯგუფი იფუნქციონირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის საწვრთნელი პროცესი „დინამოს“ პროგრამით ჩატარდება და ამასთან, „დინამო“ მათ ტრანსპორტირებას, ეკიპირებასა და სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს.

მარტვილის საფეხბურთო აკადემია მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით აშენდა. სამუშაობზე 2.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

reginfo.ge