გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

30-12-2019

ქალაქ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში სახლი გაქურდეს. შემთხვევა 29 დეკემბერს მოხდა. წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.

სახლში შესული უცხო მამაკაცი მეზობლებმა შენიშნეს და მეპატრონეს აცნობეს.

"დავინახეთ უცხო მამაკაცი, რომელიც შევიდა სახლში. მეპატრონეს ვუთხარით და მაშინვე სახლისკენ წავიდა. ალბათ, ქურდმა ნაბიჯების ხმა გაიგო და გაიქცა".

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

პია