გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

30-01-2018

 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, ჟინვალთან ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს დროში მოხდეს ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობის აღდგენა.