გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია 27 წლის ახალგაზრდა

30-01-2018

რამდენიმე საათის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან "მაზდას" მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია ავტომანქანის მძღოლი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 27 წლის რ.რ.

ავტოავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, "ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. გამოძიება სისხლის სამსართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს".

"გურია ნიუსი"