გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

რუსლან აბაშიძე: განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ დღესასწაულს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს

31-12-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ აფხაზეთის საზოგადოებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, რწმენას სიკეთისადმი და სულის სიმხნევეს, რაც საქართველოს ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო მუდამ.

განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო სადღესასწაულო დღეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპაციის პირობებში გიწევთ ცხოვრება, ყოველი ჩვენთაგანის ვალია გამოვავლინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, აღვადგინოთ ნდობა, ერთიანი ძალებით შევეცადოთ უკეთესი მომავლის შექმნა.

ვისურვებდი, რომ დამდეგი 2020 წელი ყოფილიყოს, ერთობის და მშვიდობის, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის წინსვლის გარანტი იქნება"-ნათქვამია აბაშიძის მისალოც განცხადებაში.