გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მებაჟე ოფიცრებს დამდეგი ახალი წელი "წითელ ხიდზე" მიულოცა

31-12-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდს“ ესტუმრა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან ვლადიმერ ხუნდაძესა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან მამუკა ჯანგულაშვილთან ერთად ახალი წლის დადგომა იმ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, დაუღალავი შრომისთვის და თქვენზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისთვის. გმადლობთ, კეთილსინდისიერებისა და ერთგულებისთვის. ასევე, მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი გისურვოთ წარმატებები, კეთილდღეობა და კიდევ ერთხელ ავღნიშნო თითოეული თქვენგანის მიერ შეტანილი წვლილი საბაჟო სისტემის განვითარებასა და სრულყოფაში. ვიმედოვნებ, რომ 2020 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება, როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზების, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებლად განხორციელების მიმართულებით“ - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა და მებაჟე ოფიცრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.