გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წალენჯიხაში მიქავა-ზუმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30-01-2018

წალენჯიხის მუნიციპალიეტეტში მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს უკავშირდება. პროექტის ღირებულება 2 386 378 ლარია.

მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ახალი გზის სიგრძე 6,1 კილომეტრია. პროექტი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და შედეგად მოსახლეობას საგრძნობლად გაუადვილდება გადაადგილება. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მოსახლე.

მიქავას დამაკავშირებელი გზა ბოლო 25 წელია ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტი რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.