გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

არეულობა აფხაზეთში - მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ

9-01-2020

ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.


ისინი, არ ცნობენ, საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.


აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს ადმინისტრაციის კარი და დალეწეს ფანჯრები. სწორედ ფანჯრიდან შევიდა მათი დიდი ნაწილი შენობაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი არეულობაა. მოსახლეობა რაულ ხაჯიბას მეორე ვადით „პრეზიდენტად“ არჩევას აპროტესტებს.

აფხაზური მედიის ცნობით, აქციაზე დაახლოებით 1000 მომიტინგე იმყოფება. ასევე, დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირება სამმართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის.