გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბათუმში, იუსტიციის სახლთან აქცია მიმდინარეობს

30-01-2018

ბათუმში, იუსტიციის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები, ბათუმში ჭავჭავაძისა და ყოფილი საბჭოს ქუჩის კვეთაში დაუსრულებელი მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. 
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, 70-მდე ოჯახი მშენებარე კორპუსის დასრულებას 10 წელია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. შეკრებილები პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
"სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "XOlder" ასრულებდა, რომელმაც აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა", - განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ. 

"ინტერპრესნიუსი"