გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

წალკაში რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა

30-01-2018

წალკის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის და ნამქერის გამო, რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს" წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ განუცხადა, წალკაში გზები მოყინულია და ნამქერის გამო, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
,,როგორც კი ქარი ჩადგება, გზებზე გაწმენდით სამუშაოებს დავიწყებთ. დღეისათვის ჩაკეტილია ფარავნის უღელტეხილი, სოფელ არსარვანის, ჩოლარის, გოდაკლარისა და ხანდო-რეხის დამაკავშირებელი გზები", - აცხადებს ილია საბაძე.
მისივე თქმით, წალკის მუნიციპალიტეტში ყინვამ მინუს 11 გრადუსს მიაღწია.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"